ტექნიკის გასხვისება

2

შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკური პარკი დღეისათვის დაკომპლექტებულია: 508 ტრაქტორით, 117 კომბაინით და 5000-მდე იმპლიმენტით.
სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო გავიდეს ბიზნესოპერირებიდან, რათა გაძლიერდეს და განვითარდეს კერძო სექტორი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“ 2017 წელს დაიწყო მის ბალანსზე არსებული ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო იმპლიმენტების ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისება. 
ამ ეტაპზე, კომპანიას უკვე გასხვისებული აქვს დაახლოებით 500-მდე ერთეული ტრაქტორი და 250-მდე სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტი. ელექტრონულ აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ტექნიკა, ექსპლოატაციაში 2010-2013 წლებში შევიდა. ტექნიკის შეფასება განხორციელდა ტენდერში გამარჯვებული საერთაშორისო კომპანიის „გრანთ თორნთონის“ (Granth Thornton) მიერ. შესაბამისად, აუქციონზე გატანილი ტექნიკის საწყისი ფასი კომპანიის ექსპერტების შეფასების შედეგად განისაზღვრა.
ელექტრონული აუქციონის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ აუქციონზე ორჯერ ვერ მოხდა კონკრეტული ტექნიკის რეალიზაცია, ტექნიკას ფასი აკლდება და თავიდან ხდება აუქციონზე გატანა. მყიდველის არ არსებობის შემთხვევაში, ხდება ტექნიკის ჩამოფასება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გამგეობის სხდომის ოქმით (ასეთი ფაქტი დაფიქსირდა 333 შემთხვევაში). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ათეული ტრაქტორის გასხვისება განხორციელდა ერთიანი აგროკრედიტის, შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტის ფარგლებში. 
შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ბალანსზე არსებული ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო იმპლიმენტების გასხვისებით, ერთი მხრივ კერძო სექტორში გადადის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უმცირდება მოძველებული ტექნიკის მოვლა-შენახვის მიზნით გაწეული ხარჯი. უნდა აღინიშნოს, რომ რეალიზაციის შემთხვევაში, აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ გადის ქვეყნის გარეთ, რჩება ადგილობრივ ბაზარზე, რაც მაქსიმალურად ზრდის მასზე კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას.

იხილეთ აგრო ოპერაციის ტარიფი

price form

პარტნიორები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს მელიორაცია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
ღვინის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო
სოფლის განვითარების სააგენტო